"ინტერის" მფლობელმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ანდრეა სტამაჩიონის გაგდება იქნებოდა დიდი შეცდომა და ასევე გამორიცხა მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს დაბრუნება გუნდში.
"სტრამაჩიონის, როგორც მთავარ მწვრთნელს, ბევრი უპირატესობა აქვს და ძალიან სამწუხარო იქნებოდა მისი გაგდება დროებითი სირთულეების გამო. ასე, რომ არ განვიცდი სურვილს დავითხოვო იგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან."
რაც შეეხება მოურინიოს, რა თქმა უნდა, მათ შორის ახლაც შენარჩუნებულია თბილი ურთიერთობა. ერთ-ერთ ინტერვიუში პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გრძნობს თავს "ინტერისტად", რაც "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას ძალზედ არ მოეწონა.