ვისაც ფეხბურთთან მცირე შეხება მაინც აქვს, ყველას "ბარსელონა’ და ლიონელ მესი აკერია პირზე – გამონაკლისი არც მასიმო მორატია, რომელიც "La gazzetta
dello Sport”-ის ჟურნალისტს გაესაუბრა და სამუელ ეტოო კატალონიური გრანდის არგენტინელ შემტევს შეადარა. მოვუსმინოთ "ინტერის” პრეზიდენტს:
"ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სამუელ ეტოო ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "ინტერისთვის”, როგორიც ლიონელ მესი "ბარსელონასთვის”. კამერუნელის გარეშე ვერ მივაღწევდით იმ წარმატებებს, რომლითაც ასე ვამაყობთ და ანალოგიურად, მესის გარეშე "ბარსა” ალბათ არ იქნებოდა ასეთი საოცარი გუნდი. ლიონელი მართლაც ფანტასტიკური ფეხბურთელია, უნიკალური ტექნიკით და ლიდერის დამახასიათებელი თვისებებით – რაც შეეხება ეტოოს, შესაძლოა მეტი სივრცე სჭირდება შესაძლებლობების წარმოსაჩენად, მაგრამ სამაგიეროდ, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი თავდამსხმელია. გავცვლიდი თუ არა ეტოოს მესიზე? – ძალიან რთული კითხვაა, მათ ტანდემს კი სიამოვნებით ვიხილავდი მოედანზე, თუმცა მხოლოდ "ნერაძურის” ამუნიციით”.
მორატიმ სეზონი შეაჯამა და შემდეგ განაცხადა: "სეზონი აქტივში უნდა ჩავიწეროთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ში მხოლოდ მეორე ადგილი დავიკავეთ. სამაგიეროდ, იტალიის თასის მოვიპოვეთ და დავინახეთ, რომ ამ გუნდს კიდევ შეუძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. ლეონარდოს მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. რაც შეეხება სატრანსფერო გეგმებს, ჩვენი უმთავრესი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა – ამ გუნდს რომ ყველაფრის მოგება შეუძლია, არაერთხელ დავრწმუნდი და ამიტომ, რევოლუციური ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ”.
დაამატა:internazionale
თარიღი 5 06 11
|