”მადრიდის რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიმ გააკეთა კომენტარი დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე რომლის თანახმადაც მან ”ჩელსისთან” კონტრაქტი გააფორმა:
”მე ჯერ ”რეალის” მწვრთნელი ვარ და ეს გაგრძელდება სეზონის ბოლომდე. მე ლონდონში? დიახ ლონდონში ვიყავი. მაგრამ არა კონტრაქტის გასაფორმებლად არამედ ჩემი ქალიშვილის სანახავად ის ლონდონში სწავლობს. ჩელსი? ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ძვირფასია მე ის ძალიან მიყვარს და ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები. ”ჩელსის” ჩემს გულში ისეთივე დიდი ადგილი უკავია როგორც ”ინტერს”