როგორც Football Press იტყობინება,ორი ინგლისური კლუბი ევერტონი და ტოტენჰემი არიან დაინტერესებულნი ინტერის განელი ნახევარმცველის გადაბირებით.26 წლის სულეი ალი მუნტარიმ არც ისე ურიგო სეზონი ჩაატარა ინტერნაციონალეს მაისურით.
შეგახსენებთ რომ სულეი აქამდეც გამოდიოდა პრემიერ ლიგაში პორტსმუტის მაისურით.იგი სწორედ ამ გუნდიდან გადაბარგდა მილანში 2008 წელს.
განელმა ნახევარმცველმა შავ-ლურჯი მაისურით 54 მატჩი ჩაატარა და 5 გოლიც გაიტანა.რაც შეეხება მის ამჟამინდელ სანაკრებო კარიერას,აქამომდე მან განის ნაკრებში 52 თამაში მოითვალა და 15 გოლიც გაუტანა მოწინააღმდეგეებს.
|