მილანის "ინტერის” იაპონელმა ნახევარმცველმა იუტო ნაგატომომ მილანურ კლუბთან ცოტა ხნის წინ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა და რაკი თავი დამშვიდებულად იგრძნო, უკვე მილანში ახალი სახლის შეძენაზეც დაუწყია ფიქრი.
ნაგატომო უცოლო კაცია და როგორც ადრე უთქვამს, სასტუმროში ცხოვრებაც ძალიან მოწონდა. თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფეხბურთელს ცნობილ იაპონელ ახალგაზრდა მოდელ და მსახიობ ერიკა ტოდასთან ერთად ხედავენ და უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ნაგატომო ერიკას ცოლად მოყვანას გეგმავს.
"ინტერნაციონალეს” იაპონელი ფეხბურთელი, მრავალი თანამემამულის მსგავსად, მეტად თავშეკავებული კაცია და როდესაც ქალების შესახებ ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ, ფეხბურთელი მორცხვი ღიმილით პასუხობს ხოლმე. თუმცა, ამასწინათ აღაიარა, რომ ერიკა ტოდა მარლაც მისი მეგობარია. მაგრამ, სიყვარულზე და მსგავს თემებზე მაინც არაფერი უთქვამს.