ოთხშაბათი, 16.10.2024, 00:01
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ნატალინო: მადლობა ინტერ, თქვენ გადაარჩინეთ ჩემი სიცოცხლე!!!
19:36
ნატალინო: მადლობა ინტერ, თქვენ გადაარჩინეთ ჩემი სიცოცხლე!!!




”ინტერის” ახალგაზრდა 20  წლის ფეხბურთელმა ფელიჩე ნატალინომ გაიკეთა გულის ოპერაცია, მას ქონდა არითმია, რომელმაც ხელი შეუშალა მის კარიერას . მისი დებიუტი ”ინტერში” 18 წლის ასაკში შედგა, ბოლო მატჩი  კი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა, ფეხბურთელს დაემართა გულის შეტევა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს ნატალინოს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

გთავაზობთ ფეხბურთელის ინტერვიუს:

რა ხდება ახლა შენს ცხოვრებაში?

ახლა მე ვარ სახლში ჩემს ოჯახთან ერთად და გავდივარ მკურნალობის  კურსს, მე ჯერ არაფრით ვარ დაკავებული.

მთავარია რთულმა პერიოდმა ჩაიარა.. როდესაც თქვენ შეიტყეთ გულის პრობლემის შესახებ..

მე ყოველთვის მქონდა პრობლემა არითმიასთან დაკავშირებით, მაგრამ გასული წლის მაისში, რდესაც მე ვთამაშობდი ”კროტონში” ეს პრობლემა გახდა უფრო სერიოზული. შემდეგ გავიარე ტესტი რომში, ექიმება მირჩიეს აღარ მეთამაშა.

საავადმყოფოში მარტოდ გრძნობდით თავს?

არა. ”ინტერი” ძალიან ახლოს იყო ჩემთან და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ. მათ გამატარეს ყველა საჭირო ტესტი გამიკეთეს ოპერაცია,  მე მივიღე ტკბილი სიტყვები პრეზიდენტ მასიმო მორატისგან ასევე ზანეტისგან , კორდობასგა, აულისიოსგან. მე მადლობელი ვარ ინტერის , ინტერმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. ვიცი ახლა კლუბს ცუდი პერიოდი უდაგს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას დასძლევენ რადგან გუნდი ძალიან ძლიერია.

საუკეთესო მომენტები იყო ინტერში?

მეთამაშა სერია-ა-ში იყო ჩემი ბავშობის ოცნება, ჩემი სადებიუტო მატჩი იყო ”პარმასთან” სტადიონ სან-სიროზე, ჩვენი მწვრთნელი იყო ბენიტესი. სტადიონზე იყო მამაჩემი მე ის მამხნევებდა. შემდეგი მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე სამწუხაროდ ის მატჩი წავაგეთ 2-0. მე შევცვალე ზანეტი ეს იყო დაუვიწყარი.

შენი სამოვავლო გეგმები?

მე ვარ მშვიდად და დიდი მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ რომ ვარჯიშებს გავაგრძელებ ყოველდღე და ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ მაქვს კონტრაქტი კლუბთან 2014 წლამდე, მაგრამ არ მინდა თავის მოტყუება. ჩემთვის  ძალიან სასიხარულო იქნება თუ დავბრუნდები მოედანზე და ვითამაშებ ფეხბურთს, მაგრამ თუ ამას ვერ შევძლებ და ვეღარ ვითამაშებ მაინც ყველაფერი კარგად იქნება მე გვერდით მყავს ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობარი გოგონა. არ მინდა დავკარგო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები. ფეხბურთი- ეს ძალიან ლამაზი სპორტია, მაგრამ  არა  მთავარი რამ ცხოვრებაში.
ნანახია: 713 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
1 wesleysneijder  
0
gamojamrtelebas gisurvebt dzmaoo da intershi dabrunebas. magrad texavs ro tamashis shesadzlebloba sheidzleba agar mieces:( ara da jer 20 wlisaa.. sagol morati da inter ase unda fexburtelis gverdshi dgomaa flag3 flag3 flag3

2 interista5099  
0
gamojanmrtelebas gisurveb da sul mcire zanettis msgavs karieras :))))

3 nerazuri  
0
პირველ რიგში გამოჯამრთელებას გისურვებ და მერე შეძლებისდაგვარად გამართლებულიყოს შენი ოცნებები...

4 intermilaniiiiiiii  
0
genacvale shen gmerti shensken dzamoo gamojamrteldii :_))

5 Giuseppe-Meaca  
0
fexburti daikide mtavaria shen iyo kargad

6 intermilaniiiiiiii  
0
es ambavi ar vicodii :_))) wegan wavikitxee

7 tegiinter  
0
Giuseppe-Meaca samuelze waikitxe komentarebi

8 Giuseppe-Meaca  
0
ვნახე))))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter