რამოდენიმე საათის წინ დასრულდა "ინტერისა" და "არსენალის" თამაში. ვინც ადევნებდა თვალს ამ მატჩს, მიხვდებოდით რომ ფეხბურთელებისთვის ფაქტიურად შეუძლებელი იყო თამაში, მიზეზი კი გადაუღებელი წვიმა იყო. თუმცაღა ამის მიუხედავათ "არსენალმა" მატჩის 69 წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი, გატანილი ბურთის ავტორი კი არის მათი ფორვარდი იენაარისი. ნერაძურის ფეხბურთელებმა სცადეს მატჩის გადარჩენა მაგრამ ლონდონელები თავს კარგად იცავდნენ. "ინტერმა" ახლა მთელი ყურადღება იტალიის ჩემპიონატზე უნდა მოახდინოს.
გოლი: იენაარისი 69
"ინტერი" (4-2-3-1): 1 დი ჯენარი; 2 ბანდინი; 4 დანკარი (ზარო 86); 5 სპენდჰოფერი; 3 ალბორნო; 6 ტასსი; 8 ოლსენი; 7 ბელონი (ტერაი 86); 11 გარიტანო; 10 გაბიანელი (ბოკარი 77); 9 კოლომბი
სათადარიგო: 12 სმუგი; 14 ფერარა; 15 პარამატი; 16 პალაზი
მწვრთნელი: დანიელე ბერნაზანი