"კორინთიასის” ერთერთი ლიდერი პაულინიო დიდი ალბათობით ზაფხულში კლუბს შეიცვლის.
კოპა ლიბერტადორის თასზე მარცხის შემდეგ "კორინთიასის” ერთ-ერთი ლიდერის პაულინიოსთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის უკვე დასრულდა. როგორც იტყობინება Uol Esporte, ფეხბურთელის გადაბირებას მილანის "ინტერი” და დონეცკის "შახტარი” ეცდებიან. უკრაინის ჩემპიონატში ბევრი ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოდის და კარგი ფინანსური პირობებიცაა, მაგრამ მილანის ინტერი უფრო საინტერესო კონტრაქტს სთავაზობს ფეხბურთელს.
ცნობილი ბრაზილიური გამოცემის Lancenet ინფორმაციით , "ინტერი” ფეხბურთელით ჯერ კიდევ იანვარში დაინტერესდა და ბრაზილიურ კლუბს მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროც შესთავაზა , მაგრამ "კორინთიასმა” ფერბურთელი იტალიაში არ გაუშვა ამ ფასად. ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტი დულიო მონტეირო ალვესმა განაცხადა , რომ ფეხბურთელი კლუბს მხოლოდ 20 მილიონ ევროდ დატოვებს , რადგან პაულინიო კლუბისგან საკმაოდ დიდ ფულს იღებს.