
UEFA-ს პრეზიდენტმა, მიშელ პლატინმა განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ევროპა ლიგის გაუქმებაზე მუშაობენ. დიდია იმის ალბათობა, რომ 2014 წელს ევროპა ლიგა გაუქმდეს და ამ ტურნირზე მონაწილე გუნდები ჩემპიონთა ლიგას შეურთდეს. სავარაუდოდ ლიგაზე 2014-წლიდან 64 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და 8 ჯგუფის ნაცვლად, 16 იქნება. "UEFA-ში ახლა ევროპა ლიგის გაუქმებას განვიხილავთ. ამ შემთხვევაში ამ ტურნირზე მონაწილე გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ. ლიგაზე კი 32-ის ნაცვლად 64 გუნდი მიიღებს მონაწლიეობას." - განაცხადა პლატინიმ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი განცხადება, პლატინმა რამდენიმე თვის წინაც გააკეთა.
|