ხუთშაბათი, 02.05.2024, 04:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » პიერო აუზილიო: ინტერის სამომავლო გეგმები და ტრანსფერები
00:17
პიერო აუზილიო: ინტერის სამომავლო გეგმები და ტრანსფერები

გუშინ საღამოს, ინტერის სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ესტუმრა სპორტული გადაცემის სტუდიას "Prima Serata"-ს. (თქვენს ყურადღებას შევაჩერებ იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომელის საინტერესო იქნება ინტერის ქართველი გულშემატკივრებისათვის - სტატიის მთარგმნელი).

"მე ვერ ვიტყოდი, რომ არსებებოს  რაიმე განსაზღვრული წესი, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეაფასო ახალგაზრდა ტალანტი არის თუ არა მზად ითამაშოს პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში. ასაკს რათქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვაკვირდებით პატარებს, ვარჩევთ საუკეთესოებს, შემდეგ  ვაკვირდებით მის ფიზიკურ მზადყოფნას, პირად თვისებებს, მოედანზე გონივრულად გადაადგილების უნარს და სხვა თავისებურებებს. მე უფრო ძველ სკოლას მივეკუთვნები და როგორც პიერ ლუიჯი კაზირაკი ამბობს: "თუ თქვენ ცდილობთ დახატოთ სურათი, ხოლო თქვენს ხელთ არსებული საღებავი ამ შემხვევაში ფეხბურთელია, მაშინ მის თამაშს დიდხანს არ უნდა უყურო, მაქსიმუმ ორ-სამ ჯერ არა მეტჯერ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ რისკავთ, რომ თქვენ ყურადღების კონცენტრირებას მოახდენთ მის უარყოფით მხარეზე და არა იმ დადებით თვისებებზე, რომელიც თავიდან მოგეწონათ მასში."

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით კლუბი გაგვეძლიერებინა.როდესაც ფეხბურთელს ვყიდულობთ, რათქმა უნდა დარწმუნებული ვართ ჩვენი არჩევნის სისწორეში, მაგრამ ყოველთვის სასურველ რეზულტატს ვერ ვღებულობთ. მაგრამ შემიძლიათ დაგარწმუნოთ, ყველანაირი მოკრძალების გარეშე, რომ უკანასკნელ წლებში ინტერში, უფრო სასარგებლო ტრანსფერები განხორციელდა, ვიდრე გამოუსადაგარი. ანდეა სტრამაჩიონის, მარკო ბრანკას, მასიმო მორატის და ჩემს წინაშე - დგას ერთი საერთო ამოცანა: ვსრულყოთ და გავაძლიეროთ ინტერი."

შემდეგ პიერო  აუზილიომ ისაუბრა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც იმყოფებიან ინტერის დაკვირვების ქვეშ. ჟურნალისტებმა აუზილიოს კითხეს  იმყოფებოდა თუ არა ინტერის დაკვირვების ქვეშ ქვემოთ ჩამოთვლილი 6 ფეხბურთელი: სებასტიან იუნგა, ალექსანერ კოლაროვი, ბაქარი სანია, ანჯელო ოგბონა, ვლად კირიკეში და იგორ ლიჩნოვსკი. პიერო აუზილიომ ყურადღება შეაჩერა აინტრახტის ფეხბურთელზე - სებასტიან იუნგაზე და ანჯელო ოგბონაზე.

"იუნგა ახალგაზრდა ფეხბურთელია და ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომ მას ვაკვირდებით. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ჩვენი ინტერესი კონტრაქტის გაფორმებაში გამოიხარება."

"გარდა ამისა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან მე გამოვყოფ ოგბონას. მაგამ მე მინდოდა მელაპარა კინტეროზე. ის ტალანტური ფეხბურთელია და ჩვენ სერიოზულად ვართ დაინტერესული მისით, მაგრამ როდესაც ფეხბურთელს არ აქვს ევროკავშირის პასპორტი, გვიწევს არჩევნის გაკეთება, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. ინტერი კვლავინდებურად აკვირდება მას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ის იტალიაში გადმოვიდა, სადაც მას შეუძლია თავისი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება."

"მარკო ვერატი? ბრწყინვალე ფეხბურთელია და ჩემის აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი მისი განვითარებისა გახდა პოზიციის შეცვლა. ის თამაშობს როგორც შემტევი ნახევარმცველი. ვიმედოვნებ, რომ ის ის ანდრეა პირლოს კვალს მიყვება და მას ბრწყინვალე კარიერა ექნება. "ინტერი" კონცენტრირებულია გუარინზე და კლუბი სამომავლოდ მას
პროექტის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად განიხილავს. გარგანო და მუდინგაი არენდით გვყავს აყვანილი. მართალია, ესენი ვერატის არ გავენ, მაგრამ ისინი აყვანის მომენტში ინტერს ჭირდებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ძნელია კონკურენცია გაუწიო ისეთ კლუბებს, როგორც "პსჟ"-ეა."

"ლაზარ მარკოვიჩი? ახალგაზრდა და ტალანტურია. მაგრამ მან თავის თავზე უნდა იმუსაოს და გააუმჯობესოს ტალანტი, რადგან ერთი წარმატებულად ნათამაშები თამაში ინტერის წინააღმდეგ, არ ნიშნავს იმას, რომ ის ღირსია დაიცვას ჩვენი კლუბის შავ-ლურჯი მაისური. მე როგორც მითხრეს, ის ჭკვიანი ბიჭია და შრომისმოყვარეა. მაგრამ აქაც იგივე შემთხვევაა როგორიც იყო კინტეროს შემთხვევაში - მას არ აქვს ევროკავშირის პასპორტი. როგორც იცით სერბეთი არ არის ევროკავშირის მოქალაქე და ის განიხილება როგორც სხვა ბრაზილიელები - ჩვენ მას ვაკვირდებით."

"ძნელია თუ არა გერმანიაში კონტრაქტების გაჩარხვა, კერძოდ ბორუსიიდან მეთ ჰუმელსის  გადმობირება, ვალტერ სამუელის შემცვლელად? მათ განახორციელეს დიდი პროექტი სტადიონებით და ახალგაზრდული აკადემიით და ეხლა ამ პროექტის ნაყოფს იმკიან." 

"ფუნეს მორი? ჩვენ მას ვაკვირდებით ისევე, როგორც სხვებს. არასწორი იქნებოდა ჩავსულიყავით არგენტიანში და არ გვენახა "რივერ პლეიტი" , სადაც ყოველთვის შეიძლება საინტერესო ფეხბურთელის პოვნა. ჯუზეპე როსი? ის ტრამვის შემდეგ აღდგენით პროცეს გადის და ჩვენ მის გამოჯანმრთელებას ველოდებით. შეძლებს ნაგატომო დროთა განმავლობაში  ხავიერ ძანეტის ჩანავლებას? ჩვენ მაგის იმედი გვაქვს, იუტოს გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, მაშინ როდესაც მას ეს შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაშისას გააკეთოს. კოუტინიო?  ბრაზილიაში მას უყურებდნენ, როგორც ამომავალ ვარსკვლავს. მაშინ რთული იყო ერთმნიშვნელოვნად გეთქვა, რომელი უფრო ტალანტული იყო: ის თუ ნეიმარი. მაგრამ სხვაობა იმაში იყო, რომ ჩვენ ფელიპე დავიყოლიეთ ისეთი პირობებით, რომელიც აკმაყოფილებდა ორივე მხარეს. ყველა ფორმალური გავლის შემდგომ, ის ბრაზილიურ კლებში თამაშობდა 2 წელი, სადაც გამოცდილებას აგროვებდა. შემდეგ 2010 წელს სანამ 18 წლის გახდებოდა ინტერს შეუერთდა. დღეს შეუძლებელი იქნებოდა ანალოგიური ტრანსფერის გაჩარხვა იგივე ფინანსური რესურსებით. ნეიმართან  დაკავშირებით მდგომარეობა შედარებით რთული იყო, რადგან ამ ფეხბურთელს მთელი ევროპის გრანდები აკვირდებოდნენ, მაგრამ მან არამგონია ბრაზილია დატოვოს 2014 წლამდე."

"ინტერის მომავალი? ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ იტალიაში, ვინც აქცენტს აკეთებს ახალგაზრდულ აკადემიაზე. რობერტო სამადენი და პიერ-ლუიჯი კაზირაკი ახალგაზრდა ტალანტების მოძიებითა და იტალიელ ფეხბურთელებთან მუშაობით არიან დაკავებული."

და ბოლოს, ბოლო გულშემატკივრის კითხვაზე, არ ეპასუხათ იუვენტუსის განცხადებაზე, რადგანაც ისინი არ იყვნენ პასუხის ღირსნი, აუზილიომ უპასუხა: "ჩვენ იმ კატეგორიას არ მივეკუთვნებით, რომლებიც ბევრს ლაყბობს და ტრაბახას რეპუტაცია აქვთ."
კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 646 | დაამატა: Bacho | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 8
1 uta  
0
genacvale avtor sagol umagresi statiaa es shenit dade? :D ai siamovnebas vgebulobdi amis kitxvit umagresia dadet xolme eseti statiebi

2 intermilaniiiiiiiiiiii  
0
gaixare avtorrr sago, dmzaa martla raaa genacvalee mec siamovnebit wavikitxe:**:*:*:*:**:**:* magari mtvrali varrr und amovuiogt xval 100% procentitt dzmebo forsa interrrrr :*:*:**:*:

3 interelia  
0
bevri iseti gvaria, saertod ar maqvs gagonili :D... sagol avtor. chemgan reitingshi shefaseba

4 Bacho  
0
მადლობა ბიჭებო შეფასებისთვის!

5 interista5099  
0
sagol avtor magari stadiaaa magram me am kacis veraferi gavigeee :D sabolood vis akvirdeba da vis ara :)))

6 interelia  
0
:D:D::D:D:D:D:D:D:D:DD:D:

7 gaga1997  
0
sago avtor kaia es ro gagvagebine .humelsi minda magari iqneba tu gadmoviyvant.danarchenebi axalgazrdebia mara albat dzaan nichieri chvenebs rom daevasat

8 toka  
0
humels chemi azrit ver viyidit..magram brancas gancxadeba ro wavikitxe ravici krizisi gvaqvso da did da xmaurian transfers ar unda velodet mgonii zamtarshi sheidzleba iyidon forwardi vice milito ra anu romelic mxolod zamenati dakmayopildeba..magram me yvelaze metad poulinho minda dzalian magaria chemi azrit tan raghacit guarinis tipis naxevarmcvelia romelic dzalian kargad amwvavebs shetevas da dacvit punqciebsac itavsebs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter