Sky Sport-ის ინფორმაციით "ინტერის" გენერალურ დირექტორს მარკო ფასსონეს, ვალტერ მაცარის მოყვანა მთავარ მწვრთნელად შარშანაც უნდოდა, თუმცაღა ეს გარიგება არ შედგა. დღეს კი მაცარი უკე ოფიციალურად "ინტერის" მთავარი მწვრთნელია. იმ შეხვედრების შემდეგ ორივე მხარეს ერთმანეთთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და სწორედ ამის წყალობით ადვილად მოხერხდა მაცარის დანიშვნა, მაცარის რომლის "ნაპოლიც" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს შემდეგ სეზონში და დიდი ალბათობით ეს რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით მოხდება. შეგახსენებთ რომ ბენიტესი ინტერში მუშაობდა თუმცა მცირე დროით. ინტერმა ბენიტესს მოურინიოს წასვლის შემდეგ უხმო და ეს რა თქმა უნდა რთული პროცესი იყო. დღეს კი მაცარის ყველაფერი თავიდან აქვს დასაწყები.
|