მთავარი » 2013»მარტი»16 » ფრიდელი: იტალიელები, მუდამ რასისტებად დარჩებიან"
13:29
ფრიდელი: იტალიელები, მუდამ რასისტებად დარჩებიან"
ტოტენჰემის ვეტერანი კიპერი ბრედ ფრიდელი აცხადებს, რომ ფიფას და უეფას რასიზმთან ბრძოლა ძალიან უჭირს. უამრავი რეკლამის, სლოგანისა და სხვა იდეების მიუხედავად რასიზმი ფეხბურთის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამის ნათელ მაგალითად ამერიკელმა ინტერი–ტოტენჰემის დაპირისპირება მოიყვანა. მილანელებისა და ლონდონელების შერკინება მასპინძელთა კარგი თამაშის გარდა კიდევ იმით იყო აღსანიშნავი, რომ "ნერიაძურის" ტიფოზები მთელი მატჩის განმავლობაში "ამხნევებდნენ" "დეზების" შავ–კანიან ფეხბურთელებს რასისტული შეძახილებით. სიტუაცია საბოლოოდ მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ემანუელ ადებაიორმა "შავ–ლურჯებს" გოლი გაუტანა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ დაპირისპირებაში. ფრიდელი საოცარი გამოცდილების პატრონია, იგი 41–წლის არის და თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი ქვეყნის საფეხბურთო კულტურას გაეცნო, თუმცა ისე როგორც იტალიაში იგი არსად დამწუხრებულა:
"უეფამ და ფიფამ რაც არ უნდა ბევრი ღონისძიება ჩაატარონ რასიზმის წინააღმდეგ ზოგ ქვეყანაში სიტუაცია მაინც არ შეიცვლება. ამჯერად საუბარი იტალიაზე მაქვს, სადაც რასიზმი ხალხს ხასიათში აქვს გამჯდარი. რასიზმის გამოვლინების ფაქტები მათ საფეხბურთო სკოლებშიც კი აქვთ, სადაც ბავშვები ირჯებიან."
"არ ვიცი რამდენს მიაღწევენ ფიფა და უეფა თავისი სარეკლამო აქციებით, მაგრამ ხალხში, სადაც რასიზმი მენტალიტეტის ნაწილია პიარ კამპანიით მას ვერ მოშლი."–განაცხადა ფრიდელმა.