პარასკევი, 03.01.2025, 15:02
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » ყველა ინტერელის საყვარელი ადამიანი
20:35
ყველა ინტერელის საყვარელი ადამიანი

Giuseppe Prisco, იგივე Peppino Prisco, ცნობილი იტალიელი ადვოკატი და იტალიური სპორტის მოამაგე, მილანის ინტერის ვიცე-პრეზიდენტი სული და გული 1963 წლიდან. 
მან გუნდთან ერთად არაერთი ბრწყინალე გამარჯვება იხილა. გარდაიცვალა 2001 წელს 80 წლის ასაკში.

გთავაზობთ მის გამონათქვამებს ინტერთან და მის მეტოქეებთან დაკავშირებით:

1. როცა მილანისტს ხელს ვართმევ, მივდივარ და ვიბან, ხოლო როცა იუვენტინოელს – თითებს ვითვლი.

2. "მილანი” ორჯერ მოხვდა სერია ბ-ში. ჩემი აზრით თითოჯერ იქ მოხვედრა აუქმებს 5 სკუდეტოს, მიტროპას თასის მოგება კი ყველა დანარჩენს.

3. ტელევიზორში 1983 წელს მილანისა და კავეზეს (1-2) მატჩის ნახვა ბევრ დაავადებას კურნავს.

4. -როგორ დამთავრდება ასკოლი-მილანი? არ ვიცი, არ ვუყურებ დაბალი დონის ფეხბურთს.

5. თუ მალპენსას აეროპორტს რომელიმე მილანისტის სახელს დაარქმევენ, მაშინ მხოლოდ ლინატეს აეროპორტით ვისარგებლებ.

6. იუვენტუსი სნეულებაა, რომელიც სამწუხაროდ ბევრ ადამიანს თანდაყოლილი აქვს.

7. ფეხბურთელებს გოგოები მოსწონთ. რა არის ამაში უცნაური? უცნაური იქნებოდა ერთმანეთი რომ მოწონებოდათ. მათ ასაკში მეც იგივეს ვიზამდი რომ არ ვყოფილიყავი დაკავებული რუსეთის სამხედრო კამპანიაში.

8. რას ვფიქრობ ინტერის ფეხბურთელებზე რომლების "ჰარდ” ტუსოვკებში არიან შემჩნეულნი? რავიცი აბა, რომ იკრიბებიან მე არ მეძახიან ხოლმე.

9. იტალიელ მოდელს ლუიზა კორნას რომელიც სტუდიიდან ერთვებოდა:
- აა ეს თქვენ ხართ? ჩაცმული უცებ ვერ გიცანით.

10. იცით უკვე თითქმის ოთხმოცი წლის ვარ, და ძალიან არ მინდა ღმერთი იუვენტინოელი აღმოჩნდეს.

11. რა იმედები მაქვს მომავლისთვის? მინდა ვინც კი შემხვდება მიძახოს "პეპინო იტალიი ჩემპიონი”, და ბარემ მილანი ისევ ბ-ში.

12. საყვარელი ინტერელი? ჯაჩინტო ფაკეტი. საშინელ ნისლში ნაპოლის გოლი რომ გაუტანა ჩემთან გამოიქცა მოსალოცად, ამ ნისლში სამი წუთი მეძებდა.

წყარო: http://inter.fanebi.com  მასალა მოამზადეს, ბრუნო ვეფხვაძემ
და  გივი კურტანიძემ
ნანახია: 581 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
1 wesleysneijder  
0
auu magariaa saRol avtor:D:D:D

2 interelia  
0
ჭეშმარიტი ინტერელი... ღმერთმა აცხონოს ამის სული


იმენა დაასხა მილანს და ჯუვეს antimilan antiyuve

3 chino  
0
magari tipai to :D, sagol avtor

4 Bacho  
0
რავქნა, რომ მიყვარს ის ტიპები, რომლებსაც ეზიზღებათ მილანი და იუვე... flag3

5 Bacho  
0
ვეთანხმები რა პრინციპს: ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია :) flag3

6 interista5099  
0
:D sagol avtooor

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter