მას შემდეგ რაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ უზბეკეთის ბუნიოდკორთან 18 თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი იგი წელიწადში 13 მილიონიანი ხელფასით პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა მილანის ინტერის თავკაცმა ჟოზე მაურინიომ, რომლის წლიური გასამრჯელო 11 მილიონი ევროა. "მე აქ ვარ რადგანაც მჯერა, რომ შემიძლია წვლილის შეტანა უზბეკური ფეხბურთის ზრდაში"- გადმოგვცემს ბრაზილიელი ტრენერის სიტყვებს Corriere Dello Sport-ი.
|