ანდრეა რანოკიამ სერია ა-ს გასული ტურის "ბოლონიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. იტალიის ჩემპიონატის კვირას "ბოლონიასთან” გამართულ მატჩში "ნერაძურის” მცველი ანდრეა რანოკია მოწინააღმდეგეთა გოლკიპერს ჯანლუკა კურჩის უხერხულად შეეჯახა და ცხვირი გაიტეხა.
"ინტერის” ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ გუშინ რანოკიამ ოპერაცია გადაიტანა, რომელიც ფეხბურთელს სწრაფ გამონჯამრთელებაში ხელს შეუწყობს.
მიუხედავად ამისა, ანდრეა ევროპის ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის "ტოტენჰემის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, რომელიც ხვალაა დაგეგმილი. მცველი, რა თქმა უნდა, სპეციალური ნიღბით ითამაშებს.