ესპანური "AS "-ის თანახმად, მადრიდის რეალი მილანის ინტერის შუახაზელით ტიაგო მოტათი არის დაინტერესებული. ბრაზილიელი სტივენ ჯერარდისა და დანიელე დე როსის ალტერნატივად განიხილება, იმ შემთხვევაში თუ ესპანელები ვერ შეძლებენ ზემოთხსენებულთაგან ვერც ერთის შეძენას. გარიგების ალბათობას იცის ზრდის, რომ "ბლანკოსში" ჟოზე მოურინიოა. გასულ სეზონში მისი ერთ-ერთი პირველი ინტერული შენაძენი სწორედ 27-წლის ნახევარმცველი იყო. პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა ალბათ ყველაზე კარგად იცის მოტას შესაძლებლობების შესახებ. ბრაზილიელის გარდა მოურინიოს კიდევ ანხელ დი მარია, ალექსანდრ კოლაროვი და მაიკონი ყავს ამოღებული სამიზნეში. მოტას უკვე აქვს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება, იგი წლების მანძილზე იცავდა ბარსელონას რიგებს, რის შემდეგ გადაბარგდა ატლეტიკოში. შემდეგ კი იტალიური კარიერა დაიწყო, ჯერ ჯენოა შემდეგ კი ინტერი. მოტას რეალში გადასვლის შემთხვევაში ტიაგო გახდება მესამე ფეხბურთელი რომელსაც ოდესმე რეალში, ბარსაში და ატლეტიკოში უთამაშია. მოტამდე ასეთები იყვნენ ლუის მირანდა და ბერნდ შუსტერი. მირანდას კარიერა შორეულ წარსულს უკავშირდება, 1930-იან წლებს. რაც შეეხება შუსტერს ამ უკანასკნელმა ბარსას რიგებში 7 სეზონი გაატარა 80-იან წლებში, შემდეგ რეალში გადავიდა და ორი სეზონი ჩაატარა, ამის მერე კი მეორე მადრიდულ კლუბს მიაშურა სადაც სამი სეზონი დაჰყო. სხვათაშორის გერმანელმა სპეციალისტმა გუშინ თურქული ბეშიქთაში ჩაიბარა. დიდია ალბათობა ტიაგო მოტა რეალში ვიხილოთ, რამდენადაც ჯერარდისა და დე როსის ტრანსფერებს საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებები აქვს. სტივენის შემთხვევაში პრობლემას მისი ასაკი (30წელი) და დიდი გამოსასყიდი თანხა ქმნის. დე როსის გაშვებას კი რომა მხოლოდ ძალზედ დიდი თანხის შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება და რაც მთავარია არც თავად ფეხბურთელი გამოთქვამს დიდ სურვილს რომაული კლუბის დატოვებისა. მოტაში კი მილანის ინტერი წინასწარი ცნობებით დიდ თანხას არ მოითხოვს, რაც მისცემს საშუალებას რეალის ხელმძღვანელობას სხვა პოზიციებზე ახალი ფეხბურთელები მოიწვიოს დაზოგილი თანხით.
|