რიკარდო ალვარესი "კატანიასთან" მატჩის შემდეგ როგორც მთლიანად "ინტერი" ძალზედ გახარებული იყო. მან ამ სეზონში არა მხოლოდ პირველი გოლი გაიტანა, არამედ ფეხბურთელმა ითამაშა 90 წუთის განმავლობაში, რაც ამ სეზნოში იშვიათად ხდება. და ახლა არგენტინელი მთლიანად გადართულია მავალ მატჩზე, ხუთშაბათს ინტერი "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება, მატჩი ლონდონში თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება. "კმაყოფილი ვარ, ჩემი თამაშით კატანიას წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან გახარებული ვარ რომ მეორე ტაიმში ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ. ჩვენ ვიცით რომ ყველა თამაში განსხვავებული იქნება, ამიტომ ჩვენი მიზანია თითოეულ მატჩში წარმატებას მივაღწიოთ. "ძალიან, მიხარია რომ მწვრთნელი მენდობა, ბოლო რამდენიმე თამაში მე ვითამაშე და კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიპოვებ თქვენს ნდობას თუ მე ვითამაშებ. "ტოტენჰემთან" ღტული მატჩი გველის, ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ მათ.
|