იკარდი შესანისნავი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ მისგან დიდი ფეხბურთელი დადგება, მაგრამ ”ინტერმა” მხოლოდ იკარდიზე არ უნდა ააგოს თავდასხმა რადგან ის ამისთვის ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია, ამით ”ინტერი” იგივე შეცდომას გაიმეორებს რაც წელს გააკეთა.
რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა ”ინტერის” ტრანსფერებში?
ჩემი აზრით ეს იყო პაცინის ”მილანში” გაშვება, გუნდი მხოლოდ ერთ ცენტრფორვარდის იმედზე არ უნდა დარჩენილიყო ჩემი აზრით პაცინი იყო ვიცე მილიტო, ის რომ დღეს ”ინტერს” ყოლოდა გუნდი ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა.
თვილით რომ კასანო-პაცინი გაცვლა შეცდომა იყო?
არა რა თქმა უნდა არა. კასანო დიდებული ფეხბურთელია მათი გაცვლა შეცდომა იყო იმ გაგებით, რომ პაცინი არ უნდა გაეშვათ, კასანო კი უბრალოდ უნდა შეეძინათ, კასანო ”ინტერისთვის” ძალიან დიდი ძალაა და კასანო-პაცინი ერთად უკვე ძალინ სერიოზული შემტევი ხაზი იქნებოდა.
იმსახურებს სტრამაჩიონი ინტერის თავკაცობას?
”ინტერი” წელს არ გამოიყურება კარგად, მაგრამ ეს სტრამაჩიონის ბრალი არაა.
აბა ვინაა დამნაშავე ამაში?
პირველად ”ინტერმა” შესანისნავად დაიწყო მაშინ სტრამაჩიონს ყველა აქებდა. ერთადერთი ვინც ამაშია დამნაშავე ეს ისაა ვინც ტრანსფერებს ანხორციელებს. ”ინტერის” ასეთი მდგომარეობა სწორედ არასწორი სატრანსფერო პოლიტის ბრალია.
თქვენ თქვით რომ გსურთ ოსვალდო ”ინტერში” იხილოთ?
დიახ ეს მართლაც ასეა. ოსვალდო ისაა ვინც ინტერს 100%-ით გამოადგება.ის არის დიდი ფეხბურთელი რომელსაც აქვს მაღალი ხარისხის შესრულება ის არის ძალიან გამოცდილი ასე რომ ”ინტერისთვის” იდეალური ფეხბურთელია.