მილანის "ინტერმა" ბოლო 65 წლის განმავლობაში უცუდესი სეზონი ჩაატარა. დიახ, 1948 წლის შემდეგ, "ინტერს" მე-8 ადგილზე ქვემოთ არ დაუსრულებია სერია A, ამჯერად კი მეცხრეზე გავიდა. კლუბმა, რომელმაც 3 წლის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ახალდასრულებული სეზონი აშკარად ჩააგდო. არცაა გასაკვირი: შემადგენლობა საკმაოდ დასუსტებულია. სეზონის ბოლო მატჩი კი სამარცხვინო გამოუვიდა - "უდინეზესთან" შინ 2:5 წააგო.
სერია A-ში ისტორიაში პირველად ითამაშებს "სასუოლო". ამ გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა სერია B-ში და მასთან ერთად აღზევდა მეორეადგილოსანი "ვერონა", ხოლო მესამე ბედნიერი პლეი ოფში გამოვლინდება: "ლივორნო", "ემპოლი", "ბრეშა" ან "ნოვარა".