მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის საიტმა (იფფჰს) მსოფლიოს 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მხოლოდ ორი ქართული გუნდი მოხვდა: თბილისის დინამომ 9 საფეხურით უკან დაიწია და 124-ე ადგილზეა, "ზესტაფონმა” კი ასევე 9 პოზიციით აინაცვლა და 161-ეზეა. სიაში არ არის რუსთავის "ოლიმპი”, არადა, წინა თვეებში მუდმივად ხვდებოდა. რეიტინგი ბოლო 12 თვის შედეგების მიხედვით დგინდება – როგორც ევროტურნირებზე, ისე ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები მონაცემებით. მსოფლიოს ტოპ-კლუბი, რა გამოცნობა უნდა, ესპანურიბარსელონაა და უახლოესი მდევარიც მოსისხლე მადრიდის რეალი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ექვსეულში სამი ესპანური კლუბია. და კიდევ, არგენტინული ველეს სარსფილდის ნახტომი – 26-ე პოზიციიდან ათეულში მოხვდა.
1 (1). ბარსელონა 317,0 2 (2). რეალი 307,0 3 (3). პორტუ 291,5 4 (4). მანჩესტერ იუნ. 285,0 5 (8). მანჩესტერ სიტი 254,0 6 (7). ვილიარეალი 250,0 7 (5). ინტერი 246,0 8 (12). დინამო (კიევი) 222,5 9 (15). შალკე 218,0 10 (26). ველეს სარსფილდი 213,0
|