იტალიაში მოღვაწე სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ყველაზე დიდი ექსპერტი რომელიც საუბრობს ”ინტერის” სატრანსფერო პოლიტიკაზე:
ბრანკა და აუსილიო ხშირად მოგზაურობენ სამხრეთ ამერიკაში, მათი ამჟამინდელი სამიზნე ბრაზილიელი 21 წლის ფერნანდოა, რომელიც ”გრემოში” ასპარეზობს , რას იტყვით ამის შესახებ?
ფერნანდო არის ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველი ბრაზილიაში, ეს ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გახდეს მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიასთან ერთად, მას აქვს ძალიან კარგი მონაცემები რომლითაც შემიძლია ვთქვა რომ იტალიურ ფეხბურთს 100%-ით მოერგება.
ეს იქნება უკეთესი ტრანსფერი ”ინტერისთვის” ვიდრე ფერნანდო ”პორტუდან”?
”პორტუს” ფერნანდოსთვის უფრო იოლი ინება ”ინტერში” თამაში იმ მხრივ რომ მას უკვე აქვს ევროპული გამოცდილება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ”ინტერის” ახალ პროეტს, რომელიც განკუთვნილია ახლაგზარდა პერსპექტიულ ფეხბურთელებზე ვთვლი, რომ ფერნანდო მარტინესის შეძენა უფრო მომგებიანი იქნება ”ინტერისთვის”.
და რას იტყვით ალვარესზე?
ჩემთვის რიკარდო ალვარესზე საუბარი ძალიან სასიამოვნოა, ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ღირსია ითამაშოს სერია-ა-ში.მე არ მომწონს ”ინტერის” დამოკიდებულება რიკარდო ალვარესთან, მას ხსირად უცვლიან პოზიციას სტადიონზე, არ აძლევდნენ ბევრ სათამაშო დროს, ეს ფეხბურთელეზე უარყოფითად აღინიშნება. მე მგონია რომ ალვარესის მონაცამების მქონე ფეხბურთელი ღირსია ითამაშოს ინტერში.
რას იტყვით რუბენ ბოტტაზე?
ძალიან ცუდია მისი დაზიანება, ამ ყველაფერმა გააჩერა მისი აფეთქებული ფორმა.რუბენი საუკეთესო ფორმაში იყო და იმედია ეს ტრავმა მასზე ცუდად არ იმომედებს. ბოტტა გენიალური ტრანსფერია ”ინტერისთვის”, ვფიქრობ ის გაამართლებს იტალიურ ფეხბურთში მისი მონაცემებიდან გამომდინარე. ძალიან მოძრავია ფიზიკურად ძლიერი და სწრაფია.
როგორ შეადარებდით ბოტტას და გომესს ”კატანიიდან’?
ორივე განსხვავებული ფეხბურთელია, ბოტტა უფრო ტექნიკურია და ვთვლი რომ უფრო კონკურენტუნარიანია. ბოტტას მეტი შანსი ექნება ძირითადში დასამკვიდრებლად.
ფიქრობთ რომ ბოტტა კარგი ტრანსფერია ”ინტერისთვის”?
რა თმა უნდა, ეს არის დიდი ინვესტიცია ”ინტერისთვის”, რადგან მიიღო ფეხბურთელი უფასოდ რომელსაცა ასეთი მონაცემები აქვს უკვე მოგებაა..
რას იტყვით დიეგო ლაქსალტზე?
მე მისი თამაში ვნახე ნაკრებში უგვაის 20 წლანდელებში. ეს ბიჭი საკმაოდ პერსპეტიულია, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი რადგან ის ჯერ არის ძალიან ახალგაზრდა.მე ვფირობ რომ ეს არის ფეხბურთელი რომელსაც აქცს ძალიან კარგი მონაცემები, არის მოძრავი, სწრაფი, მებრძოლი, ტენიკურიც, მაგრამ ვფიქრობ ძირითადში ადგილს ცოტა გვიან მოიპოვებს რადგან ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია და მისი საუკეთესო თამას თანდათანობით ვიზილავთ.
ანუ შეიძლება შევადაროთ ობის?
დიახ, ზუსტად, ეს არის ფეხბურთელი რომელიც ასაფეთქებელი ნაღმივითააა, არ ვიციტ როდის აფეთდება და ამ ყველაფერს დრო სჭირდება რომელიც უნდა მისცეს ”ინტერმა” აუცილებლად.
ჯინუ პერუცი რომელიც მოიაზრება ხავიერ ზანეტის შემცვლელად რას იტყვით ამაზე?
ძალიან შეუფერებელია ვისაუბროდ ახალ ზანეტიზე, როდესაც მისი თამაში ევროპაში ჯერ არ გვინახავს. ვფიქრობ აქვს კარგი მონაცემები იმ მხრივ რომ კარგად თამაშობს თავით, აქვს დინამიკა, მებრძოლია და საკუთარ თავზე მომუშავე. ”ინტერმა” აქცენტი უნდა გააკეთოს ფიზიკურად ძლლიერ ფეხბურთელებზე, რომლებიც თითმის 100% ამართლებენ იტალიაში..
ფეხბურთელები რომლებსაც ფიქრობთ რომ ძალიან დიდი მომავალი აქვთ, არიან ასეთები ”ველესში”?
დიახ ლუკას რომერო მე ვფიქრობ რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს.