იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ერთ–ერთი ცენტრალური მატჩი "სამპდორიასა" და "ინტერს" შორის, რომელიც კვირა საღამოს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მატჩის გადადების მიზეზი ისაა, რომ გენუაში კოკისპირულად წვიმს. მას შემდეგ, რაც ამინდის პროგნოზის ბიუროში მატჩის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ გამოდარების ნაცვლად საღამოს კიდევ უფრო დიდი წვიმაა მოსალოდნელი, თამაშის ჩატარება გამოირიცხა. "სამპდორია"-"ინტერი" 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:30-ზე გაიმართება.
ertit kai ro gadaido daisveneben juvestvis ai meore shemtxvevashi cudia jer nakrebi mere juve da mere sampdoria 2 dgeshi gagvichirdeba magram tu sameulshi gvinda und movigot orive matchi