იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ერთ–ერთი ცენტრალური მატჩი "სამპდორიასა" და "ინტერს" შორის, რომელიც კვირა საღამოს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
მატჩის გადადების მიზეზი ისაა, რომ გენუაში კოკისპირულად წვიმს. მას შემდეგ, რაც ამინდის პროგნოზის ბიუროში მატჩის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ გამოდარების ნაცვლად საღამოს კიდევ უფრო დიდი წვიმაა მოსალოდნელი, თამაშის ჩატარება გამოირიცხა.
"ცუდი ამინდისა და მეტეოროლოგიური გაფრთხილების გამო, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, დღევანდელი მატჩი "სამპდორიასა' და "ინტერს" შორის არ გაიმართება"-აცხადებს ინტერის ოფიციალურ საიტი
"სამპდორია"-"ინტერი" 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:30-ზე გაიმართება.