კატალონიის "ბარსელონას” ნახევარმცველი, ალექსის სანჩესი აცხადებს, რომ ის "ბლაგაურნასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, რომ ჩილელ მოთამაშეს სერია ა-ს გრანდებს, ტურინის "იუვენტუსსა” და მილანის "ინტერს” უკავშირებენ. როგორც 24 წლის შემტევი ამბობს, ის დიდებული ფეხბურთელია.
"ბარსელონაში” თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებისა და "ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. ვიცი, რა ტიპის მოთამაშე ვარ – მე დიდებული ვარ და გოლი რომც არ გავიტანო, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვიქნები”, – თქვა სანჩესმა.