მთავარი » 2013»მარტი»10 » სერია ა: ინტერი Vs ბოლონია პრევიუ- ალვარესის გარეშე, კასანო და პალასიო ერთად
15:56
სერია ა: ინტერი Vs ბოლონია პრევიუ- ალვარესის გარეშე, კასანო და პალასიო ერთად
დღეს "ინტერი" სახლში "ჯუზეპე მიაცაზე" ბილისის დროით 23:45 წუთზე ითამაშებს ბოლონიას წინააღმდეგ. ნერაძურის ვერ დაეხმარება სხვა ტრავმირებულებთან ერთად არგენტინელი ნახევარმცველი რიკი ალვარესი, რომელმაც ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მიიღო მცირე დაზიანება, ამის გამო ამ საღამოს დიდია ალბათობა იმისა რომ შეტევაში ერთად ვიხილოთ კასანო და პალასიო რომლებსაც ბოლო ორი თამაში ერთად არ უთამაშიათ (თუ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მეორე ტაიმს არ ჩავთვლით). სტრამაჩონი სავარაუდოდ მარჯვენა ფლანგიდან შეტევას გააძლიერებს სკელოტოთი, რომელმაც ბოლო თამაშები მშვენივრად ჩაატარა და ფლანგზე საკმაოდ პროდუქტიულია.
ნახევარდაცვაში, ამ პოზიციაზე ითამაშებენ სავარაუდოდ ფრედი გუარინი გარგანო და სტანკოვიჩი, სერბ ფეხბურთელს დიდი დრო გაუცდა ცოტა გასაკვირიც კი არის ძირითადში მისი ნახვა მაგრამ Gazzetta-მ ბოლო ორი მისი თამაში შეაფასა 6,25 ქულით რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მიუხედავათ იმისა რომ სტანკოვიჩს "კატანიას" წინააღმდეგ უშუალოდ მას არ გაუტაია არცეთი გოლი ნახევარდაცვა მეორე ტაიმში მისი ძალისხმევით გაძლიერდა და მან შესაბამისად გადამწყვეტი როლი ითამაშა შუა ხაზში.
დაცვაში სტრამაჩონისგან სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ მარცხენა ფლანგზე პერეირა იქნება (მით უფრო რომ ნაგატომო არ არის მწყობრში), ხოლო მარჯვნივ ხავიერ ძანეტი, ცენტრი კი ჩვეულებრივ სამუელის არყოფნით მიჩვეული ინტერის გულშემატკივარი იხილავს ჟუანისა და რანოკიას დუეტს.
ეს მატჩი კაპიტისთვის იქნება 600-ე მატჩი მის კარიერაში (სერია ა-ში "ინტერის" მაისურით), იმედია დღეს ბიჭები გაახარებენ ინტერის სიმბოლოს და მოიგებენ დღევანდელ შეხვედრას საკუთარ კედლებში.
ჯერ ერთი კაპიტანს მოგებით უნდა მოილოცონ, მეორე ინტერის იუბილე მოგებით უნდა აღნიშნო, მესამე ლიგის შანსი უნდა დავიტოვოთ და მეთხე, მე მაქვს ბილეთში.. ხედავ ინტერი რამდენი პასუხისმგებლო აგეკიდა? ჰოდა მიდი შეუბერე