რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსული კლუბი ”ანჟი” მზადაა ”ინტერის” ნახევარმცველში უესლი სნეიდერში 20 მილიონი გადაიხადოს,მაგრამ ეს უველფერი რამოდენიმე საათის წინ სნეიდერის აგენტმა უარყო.
სნეიდერი არ აპირებს რუსეთში გადაბარგებას ეს ჭორია და მე ვიცი საიდან მოდის ეს ინფორმაცია რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. სნეიდერი ბედნიერია ”ინტერში” და ის კლუბის დატოვებას არ აპირებს მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ”ინტერის” მთავარ მწვრთნელთან ანდრეა სტრამაჩიონთან რომელიც მოუთმენლად ელის ფეხბურთელის დაბრუნებას რადგან იცის რამდენად საჭიროა ის კლუბისთვის. რაც შეეხება სნეიდერ ის ძალიან მონდომებულია რათა მალე დაუბრუნდეს გუნდს და დაეხმაროსმათ.
|