ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ სნეიდერის ტრავმა შეიძლება საკმაოდ სახიფათო ყოფილიყო.პრესა იტყობინებოდა,რომ იგი შოტლანდიასთან ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა,თუმცა ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა.გუშინ ფეხბურთელმა 77 წუთი დაჰყო მოედანზე და ჩვეულებრივ ტემპში ითამაშა.ასე რომ ის ცნობები,
სნეიდერი დიდი ხნით ვერ ითამაშებს და ინტერს პარმასთან ჰოლანდიელის გარეშე მოუწევს ასპარეზობაო,მცდარი აღმოჩნდა.15 მილიონიანი ტრანსფერი ინტერს არ გაუქარწყლდა და ჟოზე მოურინიო შეძლებს ჰოლანდიელის გამოყენებას სერია ა-ს შემდეგ მატჩშივე.თუმცა ერთი ფაქტორიც არ უნდა დავივიწყოთ,პორტუგალიელმა შეიძლება სნეიდერი დაასვენოს,რადგან მომავალ კვირაში ინტერს ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ბარსელონას წინააღმდეგ ელის.
|