მილანის ინტერის გამთამაშებელი უესლი სნეიდერი რაფაელ ბენიტესს მოუთმენლად ელის. ჰოლანდიელი დარწმუნებულია იმაში, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელში მისი კლუბი კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევს.
წელს მე მოვიგე ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა ინტერთან ერთად. მაგრამ მე კვლავ გამარჯვების წყურვილი მკლავს. მე ამაზე გაცილებით მეტი მსურს ინტერთან ერთად.
ბენიტესის შესახებ მე მსნენია ჩემი თანამემამულეებისგან. მე დავრწმუნდი იმაში, რომ იგი ბრწყინვალე პიროვნება და მწვრთნელია. იგი დ ამოურინიო განსხვავებული სტილის სპეციალისტები არიან, მაგრამ უდავოდ ორივე დიდი ტაქტიკოსია."-განაცხადა ჰოლანდიელმა.
იტალიური პრესის ბოლო ინფორმაციით კი რაფაელ ბენიტესი შესაძლოა უკვე დღეს ვიხილოთ მილანის ინტერის ახალი თავკაცის როლში.
|