ინტერსა და მის გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ,რადგან გუშინდელ მატჩში ჰოლანდიასა და იაპონიას შორის უესლი სნეიდერის მიერ მიღებული ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა.მეორე გოლი სწორედ ამ ფეხბურთელმა გაიტანა,საბოლოოდ კი ჰოლანდიამ 3:0 მოიგო,მაგრამ 73 წუთზე ტრავმამიღებული სასწრაფო დახმარების მანქანით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს შესამოწმებლად.მას მარჯვენა მუხლი სტკიოდა.საბოლოოდ დიაგნოზიც დაისვა,რომ მას უბრალოდ კუნთი გაეჭიმა. უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას,რომ ოთხშაბათის მატჩში, სადაც მსოფლიოს შესარჩევის ეგიდით ჰოლანდია შოტლანდიას დაუპირისპირდება,სნეიდერი ვერ ითამაშებს.თუმცა ეს დიდი დანაკლისი არაა ჰოლანდიელთათვის,რადგან ისინი უკვე გასულები არიან სამხრეთ აპრიკის ფინალურ ეტაპზე.სნეიდერი სერია ა-ს მეორე მატჩს პარმასთან გამოტოვებს,თუმცა ჩემპიონთა ლიგისთვის მზად იქნება და ბარსელონასთან დაპირისპირებაში ინტერს დაეხმარება.
|