მილანის ინტერის ლიდერის უესლი სნეიდერის გარშემო კვლავ ბევრი კითხვის ნიშანია. მანჩესტერ იუნაიტედის არაერთხელ უარით გასტუმრების შემდეგ, ინგლისური გრანდი კვლავ თავზე დასტრიალებს ჰოლანდიელს. ამჯერად "წითელ ეშმაკებს" მხარი მათმა მდიდარმა და უტრადიციო მეზობელმაც სიტიმ აუბა, რომელიც აგრეთვე ჩაერთო სნეიდერისთვის ბრძოლაში.
ამჟამად ჰოლანდიელი კალიფორნიაში იმყოფება, სადაც თავის ცოლთან ერთად ისვენებს მძიმე სეზონის შემდეგ. უესლი ფეხბურთზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ბოლო დროს გაიჟღერა მისმა ერთ-ერთმა ნათქვამმა, რომელიც მოთხოვნას უფრო წააგავდა. სნეიდერის თქმით, მსურველმა გუნდმა კვირაში 200 000 ფუნტი უნდა დაუნიშნოს მას ხელფასი. ესეთი თანხის გამოყოფა სიტისთვის უფრო რეალურია ვიდრე მანიუსთვის, თუმცა ყველაფერია მოსალოდნელი.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თავად "ნერიაძურიც" ცდილობს მის შენარჩუნებას და ჰოლანდიელის ირგვლივ ახალი გუნდის აშენებას აპირებს. აქამდე ექს-მადრიდელმა რამოდენიმეჯერ გამორიცხა მილანიდან წასვლა და შესაძლოა ყველაფერი ზემოთხსენებული კვლავ არ შეესაბამებოდეს სიმართლეს.
|