დეიან სტანკოვიჩი, არის ფეხბურთელი რომელმაც კვირას იტალიის ჩემპიონაის 27-ე ტურში "კატანიას" წინააღმდეგ ნამდვილი სასწაული მახდინა. მართალია უშუალოდ მას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ ნახევარდაცვა მეორე ტაიმში შედარებით დალაგებული გამოიყურებოდა, რაშიც წვრილი რასაკვირველია სერბ ნახევარმცველსაც მიუძღვის. "ეს გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანი იყო და მე იმედი მაქვს გუნდი შემდგომ თამაშებშიც მიაღწევს სასურველ შედეგს. იყო საშიშროება რომ ჩვენ "კატანიას" ვერ დავამარცხებდით, მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო ცოტა თუ წარმოიდგენდა და იმედოვნებდა რომ ჩვენ ამ მატჩის მოგებას შევძლებდით. მინდა სტრამაჩონის მადლობა გადავუხადო, მან მე შანსი მომცა. ის ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და ჩვენ მისი გვჯერა. სტადიონზე სადაც ესეთი მტრული ატმოსფერო იყო, ფსიქოლოგიურადაც ძალზედ რთული იყო იქ თამაში. ანდრეა საკმადო ახალგაზრდაა თუმცა ჩვენ მისი გვეიმედება და გვჯერა. მადლობა მინდა გადავუხადო როგორც მწვრთნელს ასევე ფეხბურთელებს.
ეს "ინტერია" და სამივე ტურნირზე თანაბრად უნდა ვითამაშოთ. "ტოტენჰემთან" საკმაოდ რთული შეხვედრა გვექნება მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ევროპის ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ, ამისთვის კი"ტოტენჰემის" დამარცხება მოგვიწევს."