”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩიონიმ ისაუბრა გუშინდელი მატცის სესახებ:
გუშინდელი თამაშით ჩვენ პასუხი გავეცით კრიტიკოსებს, ინტერისგან ვიხილეთ სეზონის საუკეთესო თამაში. ვანეხეთ რო შეგვიძლია კრიზისის დაძლევა და სეზონის კარგად დასრულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ნდობა, მან მადლობა გადაგვიხადა გუსინდელი თამასისთვის და კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა.
კოვაჩიჩი? მან გენიალური მატჩი ჩაატარა და რაც მთავარია უშეცდომო იყო. მისგან კიდევ მეტს ველით რადგან ჯერ კიდევ პროგრესირებს.
რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ გამოვეთიშეთ ტურნირს, მაგრამ კარგი მხრიდანაც შევხედოთ ამ ყველაფერს. ჩვენ სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ გუნდმა გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი და საოცარი თამაში შემოატრიალა, ძალიან არ გაგვიმართლა გვქონდა უამრავი საგოლე მომენტი მაგრამ ეს ფეხბურთია და ასეთი რამ ყოველთვის ხდება.
ჩვენ ვითამაშეთ 120 წუთი, ეს არა ცოტაა, მაგრამ თითოეული მათგანი იბრძოდა ბოლომდე, გუნდი იყო კარგად მომზადებული და მათ აჩვენეს სრულყოფილი თამაში. ჩვენ დავინახეთ რეალური გუნდი და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.
ახლა გვაქვს თამაში სამპდორიათან, შემდეგ იუვენტუსთან საკმაოდ რთული ცხრილი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ეს ბარიერიც უნდა გადავლახოთ, ახლა აღარაა შცდომების დრო წინ უნდა ვიაროთ და სეზონი კარგად დავასრულოდ.
კასანო პალასიო? მათი სახით შესანისნავი დუეტი ჩამოყალიბდა, მაგრამ მათ შეუძლიათ უფრო მეტი.