მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა სტრამაჩიონიმ, დააკომენტარა მისი გუნდის მიერ სერია ა-ს მე-11 ტურში ტურინის "იუვენტუსთან" მოპოვებული გამარჯვება.
"მე ფეხბურთელებს ყოველი თამაშისთვის ძალიან დეტალურად ვამზადებ. სამწუხარო იქნებოდა "იუვენტუსის" მხრიდან ჩვენი ტაქტიკისა და მომზადების მიმართ სარკაზმის მოსმენა. მანდ ძალიან უკვართ განმეორება - "მოედანზე, მოედანზე" და აი, "ინტერმა" "იუვე" მოედანზე დაამარცხა.
მე გაცნობიერებულად გადავწყვიტე თამაში 3-4-3 ტაქტიკით დამეწყო, რათა მოწინააღმდეგისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და, როგორც ხედავთ, ამან შედეგიც მოგვიტანა.
"ჩემს კარიერაში უდიდესი დღეა? არა, ის იყო მაშინ როდესაც მასიმო მორატიმ ამირჩია "ინტერის" ხელმძღვანელად. ჩვენ უბრალოდ მოვუგეთ გუნდს, რომელსაც 48 თამაშის განმავლობაში მარცხი არ ჰქონდა განცდილი" - განაცხადა სტრამაჩიონიმ
|