”ინტერის” ერთ-ერთი სპონსორი La Gazzetta dello Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ”ინტერი” მზადაა ანდრეა სტრამაჩიონი მწვრთნელის პოსტზე დატოვოს, ხოლო ”პსჟ-ს” გენერალური დირექტორი ლეონარდო იტალიაში დააბრუნოს რათა ”ინტერის” სპორტულ დირექტოს მარკო ბრანკას გვერდით ძლიერი პარტნიორი ყავდეს და ამ სეზონის სატრანსფერო პოლიტიკა აღარ განმეორდეს.
La Gazzetta dello Sport -ის ცნობით ეს ყველაფერი თავად მასიმო მორატიმ განაცხადა, როდესაც მასთან სატელეფონო კავშირი ქონდათ.
ანდრეა სტრამაჩიონი დარჩება მიუხედავად ასეთი ცუდი სეზონისა, რადგან ამაში დამნაშავე მხოლოდ მწვრთნელი არაა.
რაც შეეხება ლეონარდოს მისი დაბრუნება ძალიან რეალურია, მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მასიმო მორატისთან და ”მილანში” დაბრუნება მისი დიდი სურვილია. გარდა ამისა ”პსჟ-ს” მწვრთნელი ანჩელოტი დიდი ალბათობით ”მადრიდის” რეალს მიაშურებს, რაც შეეხება ლეონარდოს მსაჯთან კონფლიკტის გამო ის ”პსჟ-ში” გააკრიტიკეს და მისი მილანში დაბრუნება უფრო და უფრო რელური გახდა.
”ინტერის” კიდევ ერთი ცვლილება სამედიცინო პერსონალს შეეხება, თუ კი ექიმი ფრანკო კომბი დარჩება ის და მისი სამედიცინო პერსონალი დიდი კონტროლის ქვეშ იქნებიან და ფეხბურთელების მდგომარეობასაც გააკონტროლლებენ.
შემდეგი თემა, რომელსაც მორატი შეეხო არის ახალი ინვესტორები, რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორატიმ ინდონეზიელ ინვესტორებთან შეთანხმებას მიააღწია, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ აღმოჩნდა რადგან , ინდონეზიელები ”ინტერის” აქციების 51% ითხოვდნენ მორატი კი ინტერის აქციების მაქსიმუმის დათმობას არ აპირებს მას გათვალისწინებული აქვს მხოლოდ 30% აქციების გასხვისება.