დღეს დილიდან თითქმის ყველა სპორტულ გაზეთის წინა გვერდზე იბეჭდება ”ინტერის” მთავარ მწვრთნელის და ფროვარდის ანტონიო კასანოს კონფლიქტის შესახებ, რომელიც საკმაოდ სერიოზულია.
კონფლიქტი რამოდენიმე წუთის წინ დადასტურდა და ”ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი ცდილობს მოთამაშე და მწვრთნელი შეარიგოს, რადგან ეს გუნდისთვის ძალიან საზიანო იქნება.
როგორც, გაზეთები იუწყებიან სტრამაჩიონსა და კასანოს შორის ჯერ კინკლაობა დაიწყო შემდეგ კი ერთმანეთს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს, რის შემდეგადაც კასანომ ვარჯიში დატოვა. რატომ მოუვიდათ ჩხუბი ფეხბურთელს და მწვრთნელს ფაქტები უცნობია თუმცა არის ვერსია, რომ მათ შორის ჯერ მცირე შეკამათება დაიწყო შემდეგ კი ეს სერიოზულ ფორმებში გადავიდა რაშიც თავად ფეხბურთელები და კლუბის პრეზიდენტიც ჩაერია.
ახლა ყველა ელოდება ანდრეა სტამაჩიიონის პრესკონფერენციას რომელიც რამოდენიმე წუთში დაიწყება, მწვრთნელი განმარტავს თუ რა მოხდა მასა და კასანოს შორის.