მასიმო მორატიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ანდრეა სტრამაჩონისბოლომდე ენდობა და რომ ახალგაზრდა მწვრთნელს მომდევნო სეზონშიც მიეცემა "ინტერის" მთავარ მწვრთნელად მუშაობის საშუალება. მორატის მთავარი არგუმენტი ასეთი იყო: მიმდინარე სეზონში დაგროვილი გამოცდილება ახალგაზრდა სპეციალიატმა ისევ ჩვენს გუნდს უნდა მოახმაროს და არა კონკურენტსო. მოკლედ, სენიორ მასიმო მწვრთნელს ნდობას უცხადებდა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და როგორც ჩანს, პრეზიდენტსაც აევსო მოთმინების ფიალა. "ინტერმა" სეზონის ფინიში სამარცხვინოდ ჩაატარა, რომლის "გვირგვინი" "უდინეზესთან" საშინაო მარცხი გახლდათ. მარცხიცაა და მარცხით, 2:5 მეტისმეტი გახლდათ და ეს ნამატჩევს მორატიმაც აღნიშნა: "საშინელი სეზონი იყო, რომელიც სამარცხვინო მარცხით დავასრულეთ. ამას ჩვენი გულშემატკივრები არ იმსახურებენ და სამწუხაროა, რომ მათ კიდევ ერთხელ გავუცრუეთ იმედი. სიმართლე გითხრათ, ასეთი დაღმასვლა ვერც კი წარმომედგინა". მორატის ამ განცხადებას იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ მალე კი გავრცელდა ცნობა, რომ ანდრეა სტრამაჩონის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. დიახ, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მასიმო მორატიმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მომდევნო სეზონიდან სტრამაჩონი "ნერაძურის" მესაჭე აღარ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ მორატის მორიგი კომენტარი ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს: "ანდრეა სტრამაჩონი ნიჭიერი მწვრთნელია და მას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ფაქტია, რომ განვლილი სეზონი პირწმინდად ჩაუვარდა. დარჩება თუ არა მთავარ მწვრთნელად? - საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. სიმართლე გითხრათ, ბოლო თამაშებმა ჩემში მომავლის რწმენა შეარყია. ამიტომ ცვლილებებია საჭირო". არ გაგიკვირდებათ, თუ დავძენთ, რომ ანდრეა სტრამაჩონის სავარაუდო შემცვლელადვალტერ მაცარი განიხილება. დღეს "ნაპოლის" ექს-თავკაცი ყველაზე მოთხოვნადი იტალიელი სპეციალისტია და ბუნებრივია, მისი გადაბირება მორატისაც უნდა - ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
მორატი ცხოვრებაში მეორედ გაგინებ... პირველად გაგინე სანჩესზე რო დაჯმოტე 3 მილიონი იმიტომ... შენი შვილიშვილს შევეცი მე... ყლე სასთავი შეუკრიბეტ კაცს და ახლა სტრამას ბრალია ხო? და თან ძაან ნიჭიერი?!!! მოგიტყან კაბიანი შე ბებერო ყლეო... იმედია ეს ბოლო და უკანასკნელი გინებაა ჩემგან შენს მიმართ და დროზე გააჯვავ და დანიშნავ შენ შვილს შენს ადგილზე
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]