„ინტერის“ დამრიგებელმა ანდრეა სტრამოჩინიმ „კატანიასთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მოახლოებულ ევროპის ლიგის 1/8-ფინალურ მატჩზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ტოტენჰემთან“ ანტონიო კასანოს ვიხილავთ.
„ხვალ გუნდი ვარჯიშს გამართავს და კასანო მასში მონაწილეობას მიიღებს. რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ ოთხშაბათის მატჩისთვის. კასანო ითამაშებს “ტოტენჰემთან”. მისი განაცხადში არყოფნა „კატანიასთან“ შეხვედრაში, არ იყო სასჯელი იმ ინციდენტის გამო. მე იმედგაცრუებული ვარ, ზოგიერთი რაღაც, რაც გუნდს შიგნით უნდა დარჩენილიყო, გასახდელს გარეთ აღმოჩნდა გატანილი“.