დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, "უაით ჰართ ლეინზე", ევროპა ლიგის მატჩში ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "ინტერი" დაუპირისპირდებიან.
შეხვედრის წინ "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა შეაქო ინგლისური კლუბი და განაცხადა, რომ "ტოტენჰემი" მაღალი კლასის გუნდია.
"მე არ მიმაჩნია, რომ ტოტენჰემის ფეხბურთელები მხოლოდ ფიზიკურად არიან ძლიერები, ისინი ასევე მაღალო კლასის მოთამაშეებიც არიან."
სტრამაჩიონიმ კასანოზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა და იტალიელმა ფეხბურთელმა იჩხუბეს: "კასანო ჩვენთან ერთად არის ბრიტანეთში და მან ვარჯიში ჩაატარა. ვვარაუდობ, რომ დღევანდელ შეხვედრაში ის ან ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს, ან შეცვლაზე შემოვა."
"ბეილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია და იგი მნიშვნელოვანია ტოტენჰემისთვის, თუმცა ჩვენც გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები და ნამდვილად არ გვეშინია მოწინააღმდეგის. დღეს ტოტენჰემი-ინტერი არის და არა ბეილი-ინტერი."
შეგახსენებთ, რომ "სან სიროზე" 2010 წელს გარეტ ბეილმა "ინტერს" 3 გოლი გაუტანა.