სამშაბათი, 12.08.2025, 00:19
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 3 » super big match: იუვენტუსი - ინტერი
13:31
super big match: იუვენტუსი - ინტერი


თითქმის ორი სეზონია იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსის" დამარცხებას ვერავინ ახარხებს. "ნაპოლის", "ლაციოს" და "რომას" სკუდეტოსთვის საბრძოლველად სტაბილურობა აკლიათ, "ფიორენტინასთვის" უმაღლესი მიზნების დასახვა ჯერ ძალიან ადრეა, ხოლო "მილანი" რა დღეშიცაა, ამის ხილვა გულშემატკივრებს  კვირაში ორჯერ შეუძლიათ. რჩება ერთადერთი გუნდი, რომელსაც "იუვესთვის" კონკურენციის გაწევა შეუძლია და ეს  მისი მარადიული მეტოქე "ინტერი" გახლავთ, რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტის, ანდრეა სტრამაჩიონის ხელმძღვანელობით დიდებულად თამაშობს და სერია A-ში მიჯრით ექვსი მატჩის მოგებით იწონებს თვას. 
XI ტურში სწორედ "იუვენტუსი" და "ინტერი" ხვდებიან ერთმანეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი აპენინის ნახევარკუნძული დიდი იტალიური დერბის  მოლოდინშია.

ანტონიო კონტეს გუნდს საწყისი 10 ტურში 28 ქულა აქვს დაგროვებული, ასეთი შედეგი კი მას შემდეგ რაც სერია A 20 გუნდიანად გადაკეთდა, არავის ქონია. 

ასეთი დიდი მატჩების დროს ანალიტიკოსები  აზრს მუდამ ესოდენ ფეხბურთელებს ეკითხებიან, რომელთაც თავის დროზე როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის შემადგენლობაში აქვთ ნათამაშევი. სწორედ ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება რობერტო ბონინსენიაა (ბონინსენია "ინტერში" 1969 - 1976 წლებში თამაშობდა, ჩაატარა 197 მატჩი და გაიტანა 113 გოლი. "იუვეში" კი 1976 - 1979 წლებში და 58 ჩატარებულ მატჩში 22 გოლი გაიტანა).

მან, "იუვე" - "ინტერი" ჯოვინკო - კასანოს დაპირისპირების ჭრილში განიხილა და აღნიშნა, რომ კასანო უფრო გუნდური ფეხბურთელია, რაც "ინტერის"  წარმატების" შანსებს ერთი ორად ზრდის.

ნერიაძურის ფეხბურთელებს წინასამატჩო ინტერვიუები ჩამოართვა SKY SPORTS ITALIAM-მ ჩამოართვა. 


გუნდის ახალგაზრდა ბრაზილიელმა მოთამაშემ  ჟუან ჟეზუსმა დამრიგებელი შეაქო და თქვა, რომ ანდრეა სტრამაჩიონის მეთაურობით "ინტერს"სკუდეტოს მოგება სულ თავისუფლად შეუძლია, მეტოქე გუნდიდან კი მარკო ვუჩინიჩი და არტურო ვიდალი გამოყო.

 
შავ-ლურჯების, ცოცხალმა ლეგენდამ და კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ  იმედი გამოთქვა, რომ მთავარი "იუვე" - "ინტერის" შეხვედრის ბედს მსაჯი არ გადაწყვიტავს  და რომ მთავარი არბიტრი მოედანზე შეუმჩნეველი ფიგურა იქნება. კითხვაზე, თუ ვის იმედი აქვს თანაგუნდელებიდან  ყველაზე მეტად, ძანეტიმ მისი თანამემულეები დიეგო მილიტო და როდრიგო პალასიო დაასახელა.


დიეგო მილიტომ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ტურინში მეტოქეს უდიდეს პრობლემებს შეუქმნიან და ყველაფერს იღონებენ საამისოდ, რათა ოთხქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანონ.


მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დისკვალიფიცირებული ანტონიო კონტეს დროებით შემცვლელ ანჯელო ალისიოს "ინტერთან" წინასამატჩო პრეს-კონფერენცია პარასკევ საღამოს უნდა გაემართა, თუმცა რატომღაც, მისი ჟურნალისტებთან შეხვედრა გაუქმდა, რისი ოფიციალური მიზეზიც კლუბის პრეს-სამსახურს არ დაუსახელებია.


წინა ტურში, "ბოლონიასთან" გამარჯვების გოლის გამტანმა პოლ პოგბამ კი მედიელებს უარი არ უთხრა და მცირე კომენტარი გააკეთა: "კონტე დიდებული სპეციალისტია, რომლის ხელშიც დიდი მომავალი მელის, ვჯობივარ თუა არა კლაუდიო მარკიზიოს და არტურო ვიდალს? არ ვიცი და სჯობს, ამაზე ფიქრით თავი კონტემ იმტვრიოს". 

თუ "იუვემ"  არ წააგო, მისი წაუგებელი სერია დამრგვალდება და 50 მატჩიანი გახდება , რაც მართლაც, რომ ფენომენალური მიღწება გახდება. 


კონტეეს და მისი ასისტენტებისგან განსხვავებით, ანდრეა  სტრამაჩიონი პრესის წარმომადგენლების ჩამჭრელ კითხვებს არ მოერიდა, "საქმე მოქმედ ჩემპიონთან გვექნება, რომელსაც წელიწად ნახევარია არ წაუგია. თქვენ ეს ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. ბიანკონერის რიგებში ანდრეა პირლოს გამოვყოფ , რომელიც როგორც გუნდში ასევე ნაკრებში მუდამ ბოლომდე იხარჯება. სახიფათოა ჯოვინკო-ბენდტნერის დუეტი, თუმცა არამგონია, ჩემმა ვიზავიმ დანიელი თავდამსხმელი ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენოს".


ბოლოსკენ ტრადიციულად მატჩის მთავარ მსაჯზე გეტყვით, უმბრიელი პაოლო ტალიავენტოსთვის ეს მის კარიერაში პირველი დიდი იტალიური დერბი იქნება და ფაქტია, მას წინ უდიდესი გამოცდა ელის.
ნანახია: 762 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
1 interelia  
1
რატომღაც მგონია, რომ თუ მოვიგეთ, ფორით მოვიგებთ....

სუსტი ერთიანია და ძლერი ორიანი ეს თამაში... ტოტალიზატორის ენაზე ვამბონ... თესლი კუში აქვს ჯუვეს ერთიანში..

forzza inteeer!!!


merda juve
antiyuve flag3

2 Zanetti  
1
me inters davude

3 inter  
1
: intereli Sagol mkagari statiA

4 nerazuri  
1
karoche magrad vnerviulob raaa,tu moviget imena magrad gaasworebs,arada shansebi aris mogebis,yuradgebit aris tamashi sachiro..aba tqven icit lomebo ar shegvarcxvinot flag3

5 wesleysneijder  
0
auu rogorr vneirviulobb neta rodis daiwyeba davigale ukvee,,neta movigo neta netaaa flag3 flag3

6 intera  
0
გილოცააავთ, დაუვიწყარი თამაში იყო, ბრავო ინტერს. flag3 flagitaly flag2

7 tegiinter  
0
giolocavt bicheboooo..umnishvnelovanesi tamashi moviget:):) flag1 flag1 flag1 imena taqtikit da chkvianuri fecburtit moviget..mivaparchaket bebruxana:P dzalian didi nabiji gadavdgit tan awi kargi turebi gvaqvs iuvs ki ara:D:)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter