”ინტერის” ყოფილმა ახევარმცველმა ტიაგო მოტამ ისაუბრა ჟოზე მოურინიოს და იკერ კასილასის კონფლიქტზე:
მე არ მესმის რატომ ადანაშაულებენ, მხოლოდ მოურინიოს კასილასთან კონფლიქტში, მას რომ არ ვიცნობდე მაშინ მეც იგივეს ვიტყოდი, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი რომ უმიზეზოდ არავის არასოდეს ეჩხუბება.
მე მესმის რაც მოხდა რეალში, კონფლიქტი შიგნით ყოველთვის ხდება, იცით რატომ? იმიტომ რომ ერთ გუნდში არის ბევრი სხვადასხვა ხასიათის ადამიანი, ასეთი რამ ინტერშიც მომხდარა, მაგრამ ამის შესახებ გულშემატკივარს არ გაუგია და თუ გაუგია ძალიან მცირე ინფორმაცია. ეს კონფლიქტი მალე მოგვარებულა და სტადიონზე არასოდეს გაგვიტანია. ასეთი დისკუსიები ხშირად ყოფილა ჩემს ყოფილ გუნდში, მაგრამა რ მახსოვს ჩემი თანაგუნდელები, რომლებსაც ეს პრობლემა უმნიშვნელოდ და უმტკივნეულოდ არ გადაეჭრათ. ერთი რამ აშკარაა არ არსებობს კონფლიქტი სადაც დანაშავე მხოლოდ ერთი ადამიანია. მე არ ვფიქრობ რომ მოურინიო კასილასს უსამართლოდ მოექცა იქ მოხდა რაღაც რაც მხოლოდ ”რეალში” იციან, გარედან კი მხოლოდ მოურინიოს ცუდი საქრციელი ჩანს მე ეს არასწორად მიმაჩნია, კასილასს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მომხდარში დამნაშავე მხოლოდ მოურინიო არაა.