Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით , ჯორჯო კიელინი განაგრძობს სარეაბილიტაციო კურსს და შანსი იმისა , რომ ნერიაძურისთან მატჩში იგი ვიხილოთ მოედანზე ძალზედ მინიმალურია , რადგან ტურინელთა ბანაკში არ სურთ გარისკვა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრის წინ .
მის პოზიციაზე კი ორი კანდიდატურა განიხილება – ფედერიკო პელუზო და ლუკა მარონე . ორივე მოთამაშე ჩინებულ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.
იმ შემთხვევაში თუ მოედანზე პელუზო გამოვიდა , მაშინ ის უშუალოდ კიელინის პოზიციაზე იასპარეზებს მარცხნივ , ხოლო თუ არჩევანი მარონეზე შეჩერდა , მაშინ ლუკა ბარძალის და ბონუჩის შორის განთავსდება .