ჰოლანდიის ნაკრებისა და მილანის ინტერის ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა შაბათს გამართულ ამხანაგურ მატჩში იაპონიის წინააღმდეგ ტრამვა მიიღო, იტყობინება უეფას ოფოციალური ვებ გვერდი. "უესლიმ განაცხადა, რომ იგი გრძნობდა ტკივილებს მუხლის არეში, ჩემი აზრით დაზიანება სერიოზულია, მაგრამ მოდით ნუ გამოვიტანთ დასკვნებს და ექიმების პასუხს დაველოდებით"-განაცხადა "ნარინჯისფერების" მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მაარვიკმა.