უეფამ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა იმ 12 ფეხბურთელის სია, რომლებიც გასული 2009-2010 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. ყველაზე მეტი 5 ნომინანტი წინა წლის გამარჯვებულ მილანის "ინტერს" ჰყავს. შემდეგ მოდის ექს-ჩემპიონი კატალონიის "ბარსელონა", ესპანელებს ყველა პოზიციაზე ერთი ნომინანტი ჰყავთ.
ნომინანტების სრული სია ასე გამოიყურება: მეკარეები: ჟულიო სეზარი ("ინტერი”), უგო ლორისი ("ლიონი”), ვიქტორ ვალდესი ("ბარსელონა”). მცველები: ლუსი, მაიკონი (ორივე "ინტერი”), ხერარდ პიკე ("ბარსელონა”). ნახევარმცველები: ხავი ერნანდესი ("ბარსელონა”), არიენ რობენი ("ბაიერნი”), ვესლი სნეიდერი ("ინტერი”). თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა”), დიეგო მილიტო ("ინტერი”), უეინ რუნი ("მანჩესტერი”).
|