მაიკონის აგენტის ანტონიო კალიენდოს განცხადებით ფეხბურთელის რეალში გადასასვლელად კლუბების პრეზიდენტებმა ფასზე შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. დრესდღეობით მადრიდელები 25 მილიონ ევროს სთავაზობენ მილანელებს ბრაზილიელში, ინტერის ხელმძღვანელობა კი 35 მილიონს ითხოვს. კალიენდომ ესპანურ AS-თან ინტერვიუში შემდეგი განაცხადა: "ერთადერთი რაც დარჩა ისაა რომ პერესი და მორატი შეხვდნენ და ფასზე შეთანხმდნენ. ამას ველოდებით ამჟამად."