ინტერის ჰოლანდიელმა შემოქმედმა - ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ ბედნიერია რომ სახლში დაბრუნდა.მისი განცხადებით, ინტერი ყველანაირად შეეცდება რომ მოიგოს წელს დარჩენილი სამივე თასი.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავბრუნდი მსოფლიო ჩემპიონატისა და შემდგომ უკვე თაფლობის თვის შემდეგ. მინდა, რაც შეიძლება მალე შევუდგე ვარჯიშს, რათა კარსმომდგარ სეზონს, შესაბამისი კონდიციებითა და სრული მზადყოფნით შევხვდე. 2010 წელი, ჩვენი კლუბისთვის ფანტასტიური აღმოჩნდა, თუმცა ახალი გამოწვევები – უფრო მეტად მაცდური და მიმზიდველია”.
ძალიან მალე, რომასთან შეხვედრა გვიწევს – იტალიის სუპერთასის მოპოვება, ამ ეტაპზე ჩვენი უპირველესი სამიზნეა” – განაცხადა სნეიდერმა ინტერჩენელის ეთერში.
|