”ინტერის” კაპიტანმა და ლეგენდამ ხავიერ ზანეტიმ ისაუბრა ”ინტერის” შესახებ, მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება:
როგორ ხართ?
ყველაფერი კარგადაა, მე ვგრძნობ, რომ ახლოს ვარ დაბრუნებასთან! მომავალი? თუ ჯერ კიდევ ვერ დავეხმარები გუნდს, მე შევიცვლი საბურავებს და შემდეგ ვიქნები ფორმაში( იცინის) ვფიქრობ ეს იყო ცუდი სეზონი, მაგრამ მოდი კარგი თვალითაც შევხედოთ, ჩვენ ვიპოვეთ კოვაჩიჩი, რომელიც დღეს აქ არის, ის ”ინტერის” მომავალია(იღიმება)
სტრამაჩიონი?
ვფიქრობ პრეზიდენტმა ყველაფერი გასაგებად ილაპარაკა, სტრამაჩიონიც და ისიც ყველაფერს აკეთებენ ”ინტერის” საკეთილდღეოდ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ახალ სეზონზე ისაუბრებს სეზონის ბოლოს და მაშინ ყველაფერს გავიგებთ.მანამდე მე არ შემიძლია არაფრის თქმა, მხოლოდ ერთს გეტყვით ჩვენ ყველა ვმუშაობთ, რომ ”ინტერი” დაბრუნდეს და გახდეს ისევ ისეთი კონკურენტ უნარიანი გუნდი, როგორიც ყოველთვის იყო.
რას იტყვით ”ინტერს” ეყოლება ახალი ინვესტორები?
”ინტერი” მორატების ოჯახს ეკუთვნის და ამის შესახებ გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ეს საკითხი მე არ მეხება.
რას იტყვით ლეონარდოს და იბრაგიმოვიჩის კონფლიქტზე?
ნებისმიერი კონფლიქტი-ეს არის ნორმალური. ლეონარდო პარიზში ბედნიერია და დაიმსახურა ბრწყინვალე სეზონი.შემდეგ გავიგე, რომ ლეონარდო საავადმყოფოშია,მე მას გავუგზავნე მესიჯი და მიპასუხა რომ ის თავს კარგად გრძნობს.
იკარდი?
ის იქნება ”ინტერის” მომავალი.
პერუცი?
მე მასთან ვისაუბრე და გავუმხილე ჩემი აზრი, ვუთხარი რომ აქვს დიდი ტალანტი, მაგრამ რას მოიფიქრებს არ ვიცი.
ორიელის წასვლის შემდეგ ”ინტერს” დაეწყო პრობლემები..
ორიელი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ”ინტერისთვის”, ერთს გეტყვით ყველა ვინც დღეს ”ინტერშია” აკეთებს ყველაფერს რომ ”ინტერი” იყოს უფრო უკეთესი.
ალვარესი?
მან დაამტკიცა, რომ არის ნიჭიერი ფეხბურთელი ბოლო თვეების განმავლობაში.
ბოტტა?
ვიმედოვნებ, რომ ის ძალიან მალე გამოჯამრთელდება..