პარასკევი, 29.03.2024, 11:24
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მაისი » 31 » ზანეტი: არამგონია მორატიმ ინტერი გაყიდოს!!
15:07
ზანეტი: არამგონია მორატიმ ინტერი გაყიდოს!!



გთავაზობთ "ინტერის" კაპიტნის ხავიერ ზანეტის ინტერვიუს, მან ისაუბრა "ინტერის" შესახებ და განიხილა ამ დღეებში მიმდინარე მოვლენები:

ხავიერ, რას ფიქრობთ ინდონეზიელებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე?

მე ვიცი ბატონი მორატის და მისი ოჯახის დამოკიდებულება "ინტერთან", მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ის ვიცი რომ პრეზიდენტს ძალიან უყვარს "ინტერი" და ვფიქრობ ის ამ კლუბს არ დათმობს ეს ძალიან გაუჭირდება.

რას ფიქრობთ მაცარიზე, როგორი იქნება მომავალის სეზონი ”ინტერისთვის”?

მე პირადად არ ვიცნობ მაცარის, მაგრამ ვიცი მისი მუშაობა სხვა გუნდებში. ეს არის მწვრთნელი რომელიც ყოველთვის კარგად მუშაობს, იმედია ”ინტერშიც” იგივეს გააკეთებს.

რას იტყვით სტრამაჩიონზე და კიდევ გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვენ და კამბიასოს გაქვთ უთანხმოება?

სტრამაჩიონთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის არის ძალიან გულღია და თბილი ადამიანი, როდესაც ვიწექი საავადმყოფოში, მოდიოდა და მამხნევებდა, რომ მალე დავბრუნებულიყავი მე მას ძალიან ვაფასებ. უთანხმოება კამბიასოსთან? მე და კამბის გვაქვს რესტორანი "El Gaucho" უკვე 10 წელია ერთად ვაკეთებთ ყევლაფერს, ის რასაც წერენ ყველაფერს ნუ დაიჯერებთ. მე არ მაინტერესებს ეს ჭორები და არც ყურადღებას ვაქცევ.

და რას იტყვით სტრამაჩიონის განთავისუფლებაზე?

მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: დიდი მადლობა მას იმისთვის რაც ”ინტერში” გააკეთა ამ წლის გამნავლობაში, ძალიან ბევრი სირთულე ქონდა, მაგრამ ყოველთვის იქცეოდა როგორც პროფესიონალი.

ლავეცი? მას მოუწოდებთ  რომ ითამაშოს თქვენთან ერთად ინტერში? ის ხშირად იყო მილანში..

მას უყვარს მილანი, უყვარს როდესაც მოდის ჩვენს რესტორანში ”Gaucho” და ”Botinero”-ში და საუზმობს იქ, მაგრამ ამის გამო რომ თქვენ თქვათ მას ”ინტერში” თამაშს მოუწოდებ არასწორია.. ეს მისი გადასაწყვეტია.

ნანახია: 669 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 wesleysneijder  
0
imedia ar gayidis morati inters:( es gori roja vigaa 30-40%ar eyofa magisii moindoma interis martvaa

2 ronaldo-toldo  
0
ar gayidsss ika to da arc udan gaiyidss

3 intereli  
0
დიდი ლეგენდა.. კამბიასოსთან უთანხმოებაო ეგ პირველად გავიგე

4 intermilaniiiiiiii  
0
mec reziiii

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter