"ლიონის” თავდამსხმელი ბევრი ევროპული კლუბის ინტერესს იპყრობს. ფრანგული პრესა იტყობინება იმის შესახებ, რომ ზაფხულში არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისთვის იტალიურ "ინტერსა” და ფრანგულ "მონაკოს” შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდება.
ლისანდროს გადაბირების სხვა პრეტენდენტებად კი "ფიორენტინასა” და "იუვენტუსს” ასახელებენ.
იტყობინებიან, რომ ლოპესის სატრანსფერო ფასი ზუსტად ათ მილიონ ევროს შეადგენს. თავის დროზე "ლიონმა” არგენტინელის სანაცვლოდ "პორტუ” 30 მილიონი ევრო გადაუხადა.
მიმდინარე სეზონში ლოპესმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 21 შეხვედრა ჩაატარა და თავი რვა გატანილი გოლით გამოიჩინა.
ლისანდრო ძალიან მაგარია მარაა გიირს ამის ყიდვაა? შეიძლება თაამაშზე არ დაეტყოს ასაკი მარა ჩვენ უფრო ახალგაზრდა ფორვარდი გვჭირდება მაგალითად ძეკო ძვირია მარა მომავალშიც დაეხმარება გუნდს...