დღეს "ინტერისთვის" საკმაოდ არასასურველი ინფორმაცია დაფიქსირდა, ნიგერიელი ნახევარმცველი ჟოელ ობი მხოლოდ მომდევნო სეზონში შეძლებს ფეხბურთის თამაშს. Corriere dello Sport-ის მიხედვით ობის ოპერაცია ფინეთში ჩაუტარდა თუმცაღა არც ისეთი ადვილი გამოდგა როგორც ვარაუდობდნენ და ნიგერიელი ფეხბურთელი ამ სეზონში ვეღარ შეძლებს ფეხბურთის თამაშს. ეს სეზონი მისთვის საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა, მთელი სეზონის განმავლობაში მას თან სდევდა დაზიანებები ინტერის მაისური ობიმ ამ სეზონში მხოლოდ ორჯერ მოირგო და მხოლოდ 95 წუთი დაჰყო მოედანზე.
შეგახსენებთ რომ ეს "ინტერის" მესამე ფეხბურთელია რომელიც იძულებულია სეზონი ნაადრევად დაასრულოს, ამ მხრივ ის გაბი მუდინგაისა და დიეგო მილიტოს შეუერთდება.
ინტერია თუ ლაზარეთი, სად იღებენ ასეთ ტრავმებს თამაშით ესენი არ თამაშობენ. მილანს ყავს ნიანგი ჩვენ ხომ არა, თორე ვიტყოდი ალბათ გასახდელში ფეხბურთელებს კბენსთქო.