სამპდორიასთან მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. "ამ წაგებაში დამნაშავე არავინ არ არის. მართალია სანტონმა შეცდომა დაუშვა და ჩვენ გოლი მივიღეთ, მაგრამ მხოლოდ მის სინდისზე არ არის ეს მარცხი."-განაცხადა პორტუგალიელმა. მოურინიომ აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი აღარ აპირებს ძირითად შემადგენლობაში ექსპერიმენტების ჩატარებას, სამი ფორვარდით ინტერი აღარ ითამაშებს. სამპდორიასთან არ ითამაშა უესლი სნეიდერმა, რომელსაც ტრამვა აქვს და სავარაუდოთ ჰოლანდიელი ვერც რუბინთან დაპირისპირებაში გამოვა მოედანზე....